ათონელის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა

30.12.24 11:09
ათონელის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა

დღეს დილიდან ათონელის სასახლეში მისი ახალი ბინადარი არ გამოჩენილა. სასახლეში არ მისულა არც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე. "პირველებმა" ადგილზე მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები ნახა, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია, როდის გამოჩნდებიან ათონელის სასახლეში ყაველაშვილი და კვინიკაძე. 

ისე, რომ ათონელის სასახლეში ჯერ არც კი მისულა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე 28 კანონპროექტს მოაწერა.

ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ამ დრომდე ბოდბეში იმყოფებიან. დე ფაქტო პრემიერი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო პრეზიდენტი ელჩებს ხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები