ამ "კანონებით" რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა - გვარამია
ამ "კანონებით" რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამიას თქმით, “უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია“.
დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს.
ამ "კანონებით" ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა“, - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.