ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ - სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

30.12.24 12:26
ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ - სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

რეპრესიების ახალი ტალღა - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.

პროცესი 3 თებერვალსაა ჩანიშნული, მე 2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, -უთხრა “პირველებს“ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები