ახალი არჩევნების შემდეგ "ოცნების" კანონები და ბრძანებები სანაგვე ურნაზე აღმოჩნდება - ირაკლი კუპრაძე
ახალი არჩევნების შემდეგ "ოცნების" კანონები და ბრძანებები სანაგვე ურნაზე აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ყაველაშვილის მიერ ანტიდემოკრატიულ კანონპროექტებზე ხელმოწერას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული კანონები მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლების ძალაუფლების გამყარებას ემსახურება და მსგავს ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ქართველი ხალხი ვერ შეეგუება.
მიხეილ ყაველაშვილმა არალეგიტიმური პრეზიდენტობის პირველი დღე დაიწყო უპრეცედენტოდ ძალდობრივი და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის ხელმოწერით, როგორც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭმა ხელი მოაწერა. პოლიციის მიერ პრევენციულად დაკავება, იძულება, ეს ანტიდემოკრაიტიული კანონმდებლობა პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამყარებასთან. დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ ის, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ეს ხელმოწერილი ბრძანებები, კანონები, განკარგულებები იქნება ერთადერთ ადგილას და ეს არის სანაგვე ურნა, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ქართველი ხალხი ამ ტიპის ანტიდემოკრატიული კანონით ცხოვრობდეს, ამბობს ირაკლი კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.