დრაკონული კანონები "ოცნებას" განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გასანეიტრალებლად სჭირდება - ფავლენიშვილი

30.12.24 15:44
დრაკონული კანონები "ოცნებას" განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გასანეიტრალებლად სჭირდება - ფავლენიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ კანონები, რომელსაც ყაველაშვილმა მისი მუშაობის პირველი დღეს მოაწერა ხელი, იმ ადმაიანების განეიტრალებას ემსახურება, რომელიც რეჟიმს არ ეთანხმება.  მისი თქმით, განსხვავებული ადმაიანების ხმის ჩასახშობად "ოცნებას" დრაკონული კანონები სჭირდება. 

როდესაც ქვეყანაში ამყარებ დიქტატურას, ამ დროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადმაიანი შენთვის წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს და ამ ადამიანების განეიტრალებას ემსახურება ყველა შენი საკანონმდებლო ინიციატივა. მათ შორის, ეს იქნება საჯარო სამსახურის თანამშრომლები, იქნებიან მშვიდობიანია დემონსტრანტები თუ ყველა შესაძლო პოტენციური ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმს. რეჟიმს სჭირდება ის კანონები, რომელიც იქნება დრაკონული, არ იქნება ევროპული სტანდარტის და იქნება მაქსიმალურად შემზღუდავი ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლებების, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.  რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.    

მსგავსი სიახლეები