"ოცნება" ამტკიცებს, რომ ყაველაშვილი ერთ დღეში 28-ვე კანონპროექტს "გაეცნო და გაიაზრა"
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოასწრო 28-ვე კანონპროექტის გაცნობა და გააზრება. ივანიშვილის გუნდი ირწმუნება, რომ ამისთვის ათონელის სასახლე საჭირო არ არის.
ბევრ კანონპროექტს მოაწერა ხელი, წაკითხვაც მოასწრო, გააზრებაც მოასწრო და ხელმოწერაც გააკეტა შესაბამისი. ათონელის რეზიდენცია არაა საჭირო იმისთვის, რათა რაღაცას გაეცნოს, - ამბობს გია ვოლსკი.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველა კანონპროექტი, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, მისივე მიღებული იყო.
მისი მიღებული კანნონპროექტებია, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ლადო კახაძე კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტის მიღებულ ყველა კანონპროექტს უპირობოდ მოაწეროს ხელი, რაც ყაველაშვილმა პირნათლად შეასრულა.
პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტის მიღებულ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი და ეს გააკეთა პირდაპირ, - ამბობს ლადო კახაძე.
"ოცნების" დეპუტატებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც "პირველების" კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"არ ვთანამშრომლობ თქვენთან", - უთხრა სოზარ სუბარმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.