ყაველაშვილის რეპრესიული კანონები - "ოცნებას" ქვეყანა ჩიხში შეჰყავს
საქართველოს პრეზიდენტისთვის კანონები, რომელიც პირველივე დღეს მიხეილ ყავლაშვილის ხელმოწერით ძალაში შევიდა, რეპრესიულია. ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი პირდაპირ ამბობს, რომ ასეთ მოქმედებებს ქვეყანა კიდევ უფრო საშიშ ჩიხში შეჰყავს!
ყაველაშვილმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს 28 ისეთი კანონი აამოქმედა, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. დღეიდან პოლიციას შეუძლია ისე დაგაკავოთ, რომ არაფერი დააშავოთ. ე.წ. პრევენციული დაკავების მუხლი სწორედ მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა. დღეიდან აკრძალულია აქციაზე პირბადის, პიროტექნიკის და ლაზერის გამოყენება.
დღეს ქვეყანამ უფრო მძიმე რეალობაში გაიღვიძა. მიხეილ ყავალაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა საჯარო მოხელეების დევნის კანონი, მათი სამსახურიდან გათავისუფლება რეჟიმმა უფრო გაიმარტივა, რეპრესიებისთვის ნიადაგი მოამზადეს.
მიხეილ ყაველაშვილი ოლიგარქის რეჟიმმა მათი გუნდის პრეზიდენტად გუშინ გამოაცხადა. ღონისძიების შემდეგ, რომელიც 12 საათზე დასრულდა ყაველაშვილი კობახიძესთან ერთად ბოდბის სასტუმროში წავიდა. 28 კანონი ყაველაშვილის ხელმოწერით ღამით ამოქმედდა. ჩნდება კითხვა, როდის მოასწრო ამ დოკუმენტების წაკითხვა, გააზრება და დათანხმება ყაველაშვილმა?
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.