მოსამართლის პოსტიდან შს მინისტრის მოადგილედ - აპირებს თუ არა ივანიშვილი გომელაურის თადუმაძით ჩანაცვლებას
უვადო მოსამართლის პოსტიდან პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ - ოლიგარქის პირადი ადვოკატი და ყოფილი გენერალური პროკურორი გომელაურის მეხუთე მოადგილედ დანიშნეს.
სანქცირებული შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოდან ექვსმაგი სანქციების ქვეშ მყოფი გომელაურის მოადგილედ ინაცვლებს. არსებობს ეჭვი, რომ დროებითია და ოლიგარქი მას შინაგან საქმეთა მინისტრად ამზადებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. როდესაც ყოფილი პროკურორი ირაკლი შოთაძე პოსტიდან სკანდალით გაუშვეს, მაშინ საქართველოს პროკურორი სწორედ თადუმაძე გახდა. ახლა კი, როდესაც გომელაურის სისხლიანი ნოემბრის დღეებთან ასოცირდება და ხალხი მას ჯალათს ეძახის, თადუმაძეს, როგორც ჩანს, მის ჩასანაცვლებლად ამზადებენ.
აქვს თუ არა თადუმაძეს დიპლომი? მისი უმაღლესი განათლება სკანდალის მიზეზი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როდესაც მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, გენერალური პროკურორის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ დიპლომი ყალბია.
რისთვის დასჭირდა ივანიშვილს სანქცირებული თადუმაძის სასამართლოდან ძალოვან უწყებაში გადაყვანა?! არსებობს ვერსია, რომ უკანონო დავალებების შესრულებაზე ივანიშვილის პირად მცველს უარს სულ უფრო მეტი პოლიციელი ეუბნება, ოლიგარქს კი სისტემის ჩამოშლის შიში აქვს და სანქცირებულთა კლანს აძლიერებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.