ოკუპანტების პირისპირ მიტოვებული ხალხი - "ოცნება" მოქალაქეების დასაცავად გადმოცემულ ტექნიკას არ იყენებს
ივანიშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ოკუპანტებს პირისპირ შეატოვა - "ოცნება" ადგილობრივების დასაცავად ამერიკისგან გადმოცემულ ტექნიკას არ იყენებს. "პირველებისთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუში განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ყვება, რომ სადაზვერვო ტექნიკა, რომლითაც რუსი ოკუპანტების გადაადგილება უნდა კონტროლდებოდეს, საოკუპაციო ხაზიდან ჩახსნეს. ხშირად სპეცრაზმელების ინფორმაციის წყარო დავით ქაცარავას ანტისაოკუპაციო მოძრაობა იყო.
მამხილებელ ინტერვიუში, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა "პირველებს" მისცა, ირაკლი შაიშმელაშვილი ყვება, რომ საოკუპაციო ზოლის კონტროლს სახელმწიფო არ ახორციელებს, არ არის პოლიტიკურ ნება რუსებს უთვალთვალონ და საკუთარი მოქალაქეები დაიცვან.
სწორედ ამ გარემოებით ხსნის შაიშმელაშვილი ამერიკული ტექნიკის გამოუყენებლობას. შაიშმელაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეფექტური კონტროლის შემთხვევაში, გინტური მკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
ამერიკული ტექნიკა, რომელიც საქართველოს გადმოეცა, საშუალებას იძლევა, ღამით ოკუპანტების გადაადგილება აკონტროლო. მაღალი გარჩევადობის სისტემებს კი რეჟიმი არ იყენებს, რათა რუსები არ განაწყენდნენ. ხალხი საოკუპაციო ხაზიდან ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მტრების წინაშე ისინი მარტო მიატოვა და ცოცხალი ფარის ფუნქციას ხალხი ასრულებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.