ევროპის 10 სახელმწიფოს ლიდერი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

30.12.24 20:51
ევროპის 10 სახელმწიფოს ლიდერი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

ევროპის 10 სახელმწიფოს ლიდერი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ნიდერლანდების სამეფოც კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ დემოკრატიულ გზად ახალ არჩევნებს ასახელებს.

იმისთვის, რომ სანქცირებულმა და არალეგიტიმურმა მთავრობამ ხალხის ნდობა დაიბრუნოს, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დასავლეთისა და ქართველი ხალხის მიერ არაღიარებული რუსული რეჟიმი ეყოლება, რომელიც სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.

ივანიშვილის სანქცირებული რეჟიმი უკვე დიდი ხანია დაადგა ავტორიტარიზმის გზას. ოლიგარქსა და ჩაუშესკუს შორის ტოლობის ნიშანი დასვა პრეზიდენტ ტრამპის გუნდმაც. კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც პირველი იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუანონსა, ტრამპის გუნდის სახელით ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ასახელებს.

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკისთვის არალეგიტიმური და ანტიდასავლური პერსონაა, სალომე ზურაბიშვილი კი დამოუკიდებლობის და თავისუფლების ერთადერთი გარანტი შტატებისთვის. ამას ადასტურებს ისიც, რომ 20 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას არა "ოცნების" პრეზიდენტი ყაველაშვილი, არამედ ხალხის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები