რეკორდული თანხა რესტორნებში - მოქალაქეების დარბევის პარალელურად, "ოცნებამ" ჭამა-სმაში 300 000 ლარზე მეტი დახარჯა

30.12.24 20:57
რეკორდული თანხა რესტორნებში - მოქალაქეების დარბევის პარალელურად, "ოცნებამ" ჭამა-სმაში 300 000 ლარზე მეტი დახარჯა

მხოლოდ დეკემბერში "ქართულმა ოცნებამ" ჭამა-სმაში 300 000 ლარზე მეტი დახარჯა - მაშინ, როდესაც დედაქალაქის ქუჩებში მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ, ხალხის ფულს რეჟიმი რესტორნებში ქეიფისთვის იყენებდა.

ფული ძირითადად რეგიონებში იმაში დახარჯეს, რომ ცენტრალური მთავრობიდან ჩასული ჩინოვნიკები რესტორნებში დაჰყავდათ. მარნეული, ფოთი, საჩხერე, ჭიათურა - ეს  მცირე ჩამონათვალია იმ მუნიციპალიტეტების, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს რესტორნებში ხარჯავენ. 

საბიუჯეტო თანხები იხარჯება მაშინ, როდესაც ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში "ქართული ოცნების"  ჩინოვნიკი ჩადის, რესტორანში აქეიფებენ იმ მომღერლებს, რომელსაც ბიუჯეტიდან ათასობით ლარს უხდიან, რაც აჩენს ეჭვს, რომ მმართველი პარტია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტები სარესტორნო ხარჯებში ასობით ლარს ხარჯავენ. ხშირად მენიუ  გასაიდუმლოებულია, თუმცა თანხებს თუ  გადავხედავთ, მივხვდებით, რომ რესტორანში "ქართული ოცნების" ლიდერები ერთმანეთს აქეიფებენ და თანხას გადასახადების გადამხდელების ფულით იხდიან. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები