დიდი სამზადისი ათონელის რეზიდენციაში - კალაძემ ადგილზე თბილსერვის ჯგუფი გააგზავნა

30.12.24 21:16
დიდი სამზადისი ათონელის რეზიდენციაში - კალაძემ ადგილზე თბილსერვის ჯგუფი გააგზავნა

 

 

დიდი სამზადისი ათონელის რეზიდენციაში - სალომე ზურაბიშვილის მიერ სასახლის დატოვების მეორე დღესვე, კახა კალაძემ თბილსერვის ჯგუფი ორბელიანების სასახლის ეზოში გააგზავნა. 

ადგილზე მომუშავე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ. ამასთან, მათ უკვე დადგეს და მორთეს სამი ნაძვის ხე და საახალწლო განათებები ბალახებზეც განათავსეს. 

სავარაუდოა, რომ "ქართული ოცნება" ხვალინდელი დღისთვის ემზადება, რადგან 31 დეკემბერს ივანიშვილის გუნდის მიერ დასმულმა პრეზიდენტმა ათონელიდან ქართველ ხალხს ახალი წელი უნდა მიულოცოს. 

მსგავსი სიახლეები