"ივანიშვილს ყველაზე ინტიმური პრეზიდენტი ყაველაშვილის სახით ჰყავს" - მელია

30.12.24 22:10
"ივანიშვილს ყველაზე ინტიმური პრეზიდენტი ყაველაშვილის სახით ჰყავს" - მელია

"ივანიშვილს ყველაზე ინტიმური პრეზიდენტი ყაველაშვილის სახით ჰყავს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 29 დეკემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ პარლამენტში გამართული ინაუგურაციის დროს, მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცი, ფაქტობრივად, ვერ გაიაზრა. 

ამასთან, ნიკა მელიამ ხაზი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე უწყვეტ პროტესტსაც გაუსვა და აღნიშნა, რომ იქამდე, სანამ "საბოლოო გამარჯვება არ დადგება", ევროპული მომავლის მცველები არ გაჩერდებიან. 

ყაველაშვილმა წაიკითხა ის ტექსტი, რომელიც თვითონ არ ესმოდა რას კითხულობდა. ცინიზმი თუ რამე, არის ეს. ივანიშვილის ყველაზე ინტიმური პრეზიდენტი ჰყავს ყაველაშვილის სახით, რომელსაც 40 წუთის განმავლობაში წააკითხეს ტექსტი, ფიცი დაადებინეს და უბრალოდ ადამიანს ხომ ეტყობა ტექსტს როცა კითხულობს იაზრებს რას კითხულობს, თუ ვერ იაზრებს" -ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები