მელია: "სასანქციო პოლიტიკა არის გადამწყვეტი - მაქვს ინფორმაცია, შავ სიაში რეჟიმის დამფინანსებლებიც შევლენ"
ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა წევრებზე სანქციების დაწესებას კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ შიდა და გარე წინააღმდეგობების ფონზე, ქართველი ოლიგარქი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას დათანხმდება.
ამასთან, ნიკა მელია ფლობს ინფორმაციას, რომ სანქციათა ტრანში არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ "ივანიშვილის რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებზეც გავრცელდება".
სასანქციო პოლიტიკა არის გადამწყვეტი ამ პროტესტის, რომელიც გააძლიერებს მუხტს. მე ჯიუტად მჯერა, ეს სასანქციო პოლიტიკა გავრცელდება ასევე ივანიშვილის რეჟიმის სპონსორ ბიზნესმენებზე, მაქვს ინფორმაციაც და მოლოდინიც. ვიცნობ ფხაკაძეებს და ვერ წარმომიდენია, ქვეყანაში ხდება ის რაც ხდება, ერთი სიტყვით სოლიდარობა არ გამოუცხადა ამ პროცესში ასობით ნაწამებ ადამიანს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამფინანსებელი ბიზნესმენად წოდებულები უნდა მოექცნენ სანქციის ქვეშ'', -ამბობს ნიკა მელია.