თვითმარქვია ხელისუფლებამ რეგულაციები რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან გადმოიტანა - ჯაფარიძე
ე.წ. პრეზიდენტად დანიშვნის პირველივე დღეს მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ 28 კანონს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე "დრაკონულ წესებს" უწოდებს.
გია ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მიუხედავად რეპრესიული კანონებისა, ევროპული მომავლის მცველები არ დანებდებიან და ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის მიერ უილსონის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანია, საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე დატოვოს.
თვითმარქვია ხელისუფლებამ გადმოიტანა პირდაპირ რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან რეგულაციები. მიუხედავად ამისა, ხალხს არ ეშინია, ეს ხალხი არ იღლება. რუსი ოლიგარქი არ იცნობს ხალხს. მიუხედავად ამ დაშინებისა და ამ დრაკონული წესებისა, ხალხი მაინც არის რუსთაველზე და აპროტესტებს.
ის რასაც ამბობს კობახიძე, თუ რუსეთის სხვა მარიონეტი - კოლექტიური კუბილიუსი და ასე შემდეგ, შეურაცხყოფაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. კუბილიუსს იმდენი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ნეტა კობახიძეს და კიდევ ბევრ სხვას გაეკეთებინოს'', - ამბობს გია ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.
ცნობითვის, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს, ირაკლი კობახიძემ ტრამპის გარემოცვის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ამერიკელ კუბილიუსად" მოიხსენია.