"ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია" - უილსონი

30.12.24 23:22
"ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია" - უილსონი

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლებას" ინტერვიუ მისცა.

დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრი მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად არ აღიარებს და მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. 

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში პუტინი ჩაერია - "ამას დღეს ყველა იაზრებს ამერიკაში, ბაიდენის ადმინისტრაციაშიც კი".

რა თქმა უნდა, [ჩემთვის] პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. და ამ შეხედულებას ძალიან ბევრი ამერიკელი იზიარებს. ვიმედოვნებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა პუტინის ჩარევის აღკვეთა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ამას დღეს ყველა იაზრებს ამერიკაში, ბაიდენის ადმინისტრაციაშიც კი. არის აღქმა, რომ საქართველოში არსებული ვითარება [რუსული] ჩარევის (სუბვერსიის) შედეგია, რაც ჩვენთვის, ტრამპის მხარდამჭერებისათვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია", - ამბობს უილსონი. 

მსგავსი სიახლეები