ამერიკა სანქციებს დააკისრებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს - უილსონი "ოცნებას"

30.12.24 23:27
ამერიკა სანქციებს დააკისრებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს - უილსონი "ოცნებას"

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი "ქართულ ოცნებასა" და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს უანონსებს

დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკა სანქციებს დააკისრებს და ქვეყნიდან გააძევებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს.

"კორუმპირებულის შვილები და ნათესავები ვერ დატკბებიან ცხოვრებით ჩვენს დიდებულ ქვეყანაში" - აღნიშნავს უილსონი. 

ამერიკა სანქციებს დააკისრებს და ჩვენი ქვეყნიდან გააძევებს ყველა იმ კრიმინალის ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას ესხმიან თავს (ივანიშვილი და მისი გარემოცვა). კორუმპირებულის შვილები და ნათესავები ვერ დატკბებიან ცხოვრებით ჩვენს დიდებულ ქვეყანაში, მაშინ როდესაც მათი მამები და ბიძები თაღლითობენ, კლავენ და იპარავენ. ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე," - წერ უილსონი.

მსგავსი სიახლეები