"ოცნება" ჩამოიშლება, ვერ შეძლებს დე ფაქტო ხელისუფლების შენარჩუნებას და ეს მოხდება 2025 წელს - წიქარიშვილი
"ქართული ოცნება" ჩამოიშლება, ვერ შეძლებს დე ფაქტო ხელისუფლების შენარჩუნებას და ეს მოხდება 2025 წელს, - ამის შესახებ "პირველებთან" იურისტმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი ბრძოლისთვის არის განწყობილი, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება ევროპული მომავლის მცველების გვერდით დგას.
ჩვენ გაქვს იმის იმედი, რომ მომავალი წელი იქნება წარმატებული. ხალხი ბრძოლისთვის არის განწყობილი, საერთაშორისო საზოგადოება ჩვენს მხარეს არის და არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისი, რომ ეს ბრძოლა იქნეს მოგებული 2025 წელს.
რაც შეეხება კანონებს, მე ვფიქრობ, ''ქართული ოცნება'' არის გზაშესაყარზე, არ იცის ჯერ რა გააკეთოს, გადავიდეს დიქტატურაზე თუ გააგრძელოს ბრძოლა ძველი ჰიბრიდული მეთოდებით. ეს კანონები მეტყველს, რომ ის ფიქრობს დიქტატურაზე გადასვლას. ქართული ოცნება ვერ შეძლებს ამ დე ფაქტო ხელისუფლების შენარჩუნებას და ეს მოხდება 2025 წელს'', - ამბობს კახა წიქარიშვილი.