ლიეტუვა საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

31.12.24 12:41
ლიეტუვა საქართველოს შიდა პოლიტიკაში არ ერევა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის არ არის გამიზნული, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ ეხება საშინაო პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას.

ეს არ ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ დადეს და არ შეასრულეს, რომ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა. ეს მხოლოდ იმას ეხება, რომ საქართველო არღვევს დანაპირებს და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ, წარვმართოთ შიდა პოლიტიკური პროცესები“, - განაცხადა ბუდრისმა. 

მისივე თქმით, უფრო ფართო სანქციების დაწესებისას მნიშვნელოვანია მეტი თანამოაზრე ქვეყნების პოვნა.

მსგავსი სიახლეები