“ყველაფერია მოსალოდნელი“ - მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე კობახიძე და პაპუაშვილიც გახდნენ
ამერიკის შეერთხებული შტატების საზღვრები შესაძლოა, სამუდამოდ ჩაიკეტოს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების, “ოცნების“ წევრების და დეპუტატების იმ შვილებისთვის, რომლებიც წლებია აშშ-ში ცხოვრობენ, სწავლობენ და მუშაობენ.
სანქციების სამიზნე შესაძლოა აღმოჩნდეს, ირაკლი ღარიბაშვილის შვილიც, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. საფრთხის ქვეშაა ნინო წილოსანის შვილიც, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს და კალათბურთს თამაშობს.
ამის საფრთხე კი მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდის წევერმა, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის გუნდი კიდევ ერთხელ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ სანქციები ივანიშვილით არ დასრულებულა და ახლა შესაძლოა, სამიზნე მათი ოჯახის წევრებიც გახდნენ.
მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც გახდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ამერიკელი პარტნიორები ტყუილად არ საუბრობენ.
რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ე.წ. პრემიერი მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ტყუილად არ საუბრობენ. ბატონი უილსონი ამას იტყოდა კონკრეტული კონსულტაციების შედეგად და უნდა გვახსოვდეს, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, გასაგებია, რომ ის ხაზი გაგრძელდება, რაზედაც უილსონი საუბრობს.
როდესაც საუბარია კონკრეტული ტიპის სანქიცებზე, იგივე მაგნიტსკის სიაზე, ამ შემთხვეევვაში, სავარაუდოდ, თუ ერთი ადამიანია დასანქცირებული იგივე პრობლემები ოჯახის წევრებზეც გავრცელდება. უნდა გვახსოვდეს, ეს პირები რისთვის არიან დასანქცირებულნი - არიან ჩართულნი კორუფციაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში. ასეთი უპრეცენდენტო რამ არ მომხდარა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორასამდე ადამიანია დასანქცირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და მიღწევა“, - განაცხადა გიგაურმა.