ახალი წელი გამოცდილ საჯარო მოხელეებს ივანიშვილის ხელისუფლებამ საკადრო წმენდით მიულოცა
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტიდან ის თანამშრომელი გაუშვა,ვინც პროდასავლურ აქციებს ესწრებოდა. რეჟიმის წინასაახალწლო რეპრესიები. საჯარო უწყებებს ათავისუფლებენ ადამიანებისგან, რომლებიც საყოველთაო პროტესტის მონაწილეები იყვნენ. ითხოვდნენ ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გამოშვებას. რეჟიმი ეტაპობრივად ახდენს ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შემდეგ ყოველგვარი განმარტების გარეშე სახლში უშვებს.
ბოლო ერთი კვირაა, ყოველ დღე ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათი მუშაობა საჭირო აღარ არის. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოქალაქეებს რეჟიმი წინასაახალწლოდ ერთადერთი შემოსავლის გარეშე ტოვებს. იდენტიფიცირებულია ყველა ხელმძღვანელი, ვინც საჯარო უწყებებში რეპრესიებს უდგას სათავეში. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები სამოქალაქო სექტორმა შეაგროვა და საქმეები უკვე სასამართლოში წავა.