გერმანიამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სანქციები დაუწესა

31.12.24 21:25
გერმანიამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სანქციები დაუწესა

გერმანიამ 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - 
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს. 

დასანქცირებულთა ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

"დღეს გერმანიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა 9 ადამიანს, რომლებიც ძირითადად პასუხისმებლები არიან საქართველოში მომიტინეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესიტს უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა - მისი დაცვა კი ჩვენი პასუხისმგებლობაა", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, განიხილოს ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

  • განცხადებას ხელს აწერენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი. 

 

მსგავსი სიახლეები