სოფელი ნახიდურში ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

31.12.24 21:34
სოფელი ნახიდურში ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული - შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სოფელი ნახიდურში ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული.  გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის მამა გამოძიებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ არც სასწრაფოს ბრიგადამ და არც პოლიციამ მის შვილს დროული დახმარება არ აღმოუჩინა. სამართალდამცველები დამნაშავის განრიდებით იყვნენ დაკავებული, რომ სოფელი ფიზიკურად არ გასწორებოდა.  21 წლის წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოზარდები იმსხვერპლა დაკავებულია. 

სოფელში მთელი ღამე პოლიცია მორიგეობდა. ხალხი დამნაშავის მიმართ ანგარიშსწორებით იმუქრებოდა. ამიტომ მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად ნახიდურში  სპეცდანიშნულების რაზმებიც ჩაიყვანეს. არეულობა ბოლნისის მიმდებარედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა. 14 და 16 წლის ბიჭები ადგილზე გარდაიცვალნენ.

დაპირისპირება ბოლნისში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები