"თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს" - მეუფე ზენონი
"თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს" - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.
ჩვენი გულების დამბადებელმა ქრისტე ღმერთმა დაგვილოცოს ხვალინდელი დღე და წლები, ბედნიერ და სამართლიან საქართველოში.
ქრისტემ ნამდვილმა ღმერთმა და ნამდვილმა ადამიანმა მოგვანიჭოს გამარჯვება საკუთარ თავზე და მტერზე. თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს სიყვარულისთვის დაპატიმრებულებს. ჯანმრთლელობა და დღეგრძელობა საქართველოს სიყვარულისთვის ვნებულებს.
ცხოვრება აჩვენებს ვინ მამაა და ვინ მამინაცვალი, ვინ ძმა არის და ვინ ძმის ნაცვალი.
ბედნიერი შობა- ახალ წელი გქონოდეთ!"- წერს სასულიერო პირი.