აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისის ფონზე პრეზიდენტმა მიმართვა საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი საჯარო მოხელე. 

მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, "ამ ადამიანებმა თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა".

დღეს მე გილოცავთ ახალ წელს, ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს დღეს, 86 ადამიანი და გუშინ და გუშინწინ და ეს ალბათ გაგრძელდება, მაგრამ ესეც გამარჯვება არის, ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩემთან არიან, არიან გამარჯვებულნი, არიან ძლიერნი და მომავალი მათი არის იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე - ეს არის საყრდენი, ეს არის მეხსიერება, ეს არის ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს და ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე ღირსეული და ყველაზე ძვირფასი არის სწორედ სახელმწიფო," - განაცხადა პრეზიდენტმა.