ოლიგარქის მძიმე ახალი წელი - ამერიკელი კანონმდებლები ივანიშვილის ოჯახის და გარემოცვის დასანქცირებას ითხოვენ

01.01.25 20:01
ოლიგარქის მძიმე ახალი წელი -  ამერიკელი კანონმდებლები ივანიშვილის ოჯახის და გარემოცვის დასანქცირებას ითხოვენ

ოლიგარქის მძიმე ახალი წელი - ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, აშშ მისი ოჯახის წევრების სანქცირების პროცედურას იწყებს. ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს სენატის ჰელსინკის კომისიამ წერილი გაუგზავნა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდისგან ამერიკელი კანონმდებლები ოლიგარქის ოჯახის წევრების და ახლო გარემოცვის დასანქცირებას ითხოვენ. სანქციების სამიზნე შესაძლოა, გახდეს გვანცა ივანიშვილიც, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. ძალადობრივ  რეჟიმს კარგად აწყობილი კორუფციული სისტემა უმაგრებს ზურგს, ამიტომ კონგრესმენი მიიჩნევს, რომ საჭიროა, სანქციების ისე დაწესება, რომ ეს სისტემა დაშალოს.

2025 წელი “ქართული ოცნებისთვის“ მძიმე ახალი ამბებით დაიწყო. ეს ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის. წერილში, რომელიც მან ახალი წლის ღამეს გაავრცელა, დაწერა, რომ 2025 გამოწვევებით სავსე წელი იქნება.

ამერიკელმა კანონმდებლებმა მომავალ სახლლმწიფო მდივანთან ერთად წერილი  უსფართხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველსაც გაუგზავნეს.

სანქციები “ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ დომინოს პრინციპით ვრცელდება. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა არაფორმალური მართვის სათავეში მყოფი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, მისი გარემოცვის წევრების შავ სიაში შეყვანა ბევრად უფრო მარტივი პროცესია. სანქციებს დაჩქარებული წესით უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ოლიგარქს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.  

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები