ზურაბიშვილი “ოცნების“ რეჟიმის მსხვერპლ საჯარო მოხელეებთან ერთად - ისინი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

01.01.25 20:41
ზურაბიშვილი “ოცნების“ რეჟიმის მსხვერპლ საჯარო მოხელეებთან ერთად -  ისინი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ

“ქართული ოცნების“ რეჟიმის მსხვერპლი საჯარო მოხელეები ახალ  წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.  რეპრესირებული მოქალაქეები  რეჟიმმა მაინც ვერ დააშინა.

ლანა ქარდავა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კახა კალაძემ, აქციებში მონაწილეობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა. ის მერს ჰპირდება, რომ ბრძლას გააგრძელებს და სასამართლოს გზით საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. 

“ოცნების“ რეჟიმის მსხვერპლი საჯარო მოხელეები ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმაა საახალწლო მიმართვის ერთი ნაწილი  სწორედ ივანიშვილის გუნდის მიერ მოწყობილ  რეპრესიებს მიუძღვნა.

“მათ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა და საზოგადოება იზრუნებს, რომ არცერთი მანთგანი უმუშევარი არ დარჩეს“, -  ასეთია პრეზიდენტის გზავნილი.

“ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია, პროტესტისს ჩახშობას კი  რეჟიმი ადამიანების დაშინებით ცდილობს.  ყოველდღიურად ათობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან უშვებენ. საჯარო  რეესტრმა ყველა თანამშრომელს, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები