ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! - სალომე ზურაბიშვილი

01.01.25 23:26
ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! - სალომე ზურაბიშვილი

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება.“

“დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!“, - წერს ზურაბიშვილი.

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ!

ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა , ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება!

დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!