საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - იუკნევიჩიანე

02.01.25 15:40
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია. მისი თქმით, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ქართულმა საზოგადოებამ ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს.  

„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, - წერს ევროპარლამენტარი.

იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს შემდეგ პრორუსული ოცნების წინააღმდეგ ნაბიჯები უკვე ევროკავშირმაც უნდა გადადგას. 

საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება. აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და მისი საქართველოში რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიარებით. ახლა დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს“, - წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები