"ქართული ოცნების" როგორც "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტი - შტატები მოქმედებაზე გადადის

03.01.25 20:06
"ქართული ოცნების" როგორც "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტი - შტატები მოქმედებაზე გადადის

 

რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებული შტატების 119-ე მოწვევის კონგრესი ოფიციალურად ფიცს დადებს და მუშაობას ახალი შემომადგენლობა დაიწყებს.  ახალი კონრეგსი გეგმავს, "ოცნების რეჟიმის" არალეგიტიმურ ძალად გამოცხადებაზე იმსჯელოს.  კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაანონსა, რომ ახალი კონგრესის შეკრებიდან რამდენიმე დღეში „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარადგენს, რომლის მთავარი მიზანიც ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმის არაღიარება იქნება.

არაღიარების აქტის ავტორი  ჯო უილსონი იქნება, ისევე როგორც მეგობარი აქტისაა, რომლის რეინიცირებასაც კონგერსმენი კონგრესის მუშაობის დაწყებიდან პირველივე სხდომაზე აპირებს. დონალდ ტრამპის გუნდის წევრი ფიქრობს, რომ ამერიკამ საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს იქამდე, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და გააგრძელოს სანქციების რეჟიმი იმ გუნდის წინანაღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის.

მალე კონგრესში ორი კანონპროექტი ინიცირდება, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ნამდვილი განაჩენი იქნება. რა სახეს მიიღებს ორი აქტი საბოლოოდ არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, არაღაირების აქტი მეგობარი აქტის ნაწილი გახდება, რომელიც  ერთდროულად ბიძინა ივანიშივილის რეჟიმს არალეგიტიმურად გამოაცხადებს და მისი გუნდის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

ვრცლდა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები