პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - რა იცვლება საქართველოსთვის?

03.01.25 20:47
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - რა იცვლება საქართველოსთვის?

 

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ეს ნიშნავს, რომ სწორედ პოლონეთის ხელშია ინიციატივები, რა უნდა გაკეთდეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. პრიორიტეტები უკვე დასახულია, უკრაინის შემდეგ ახლა დღის წესრიგში მთავარი კავკასიის რეგიონია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი და "ოცნების" რეჟიმის მიერ დემოკრატიის განადგურება ევროკავშირისთვის პრიორიტეტი ხდება.

რას მოიტანს პოლონეთის თავმჯდომარეობა მარტივად ასახსნელია ტუსკისა და დუდას პოზიციების გაცნობითაც. პრეზიდენტი დუდა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალი არჩევნები დაასახელა მთავარ გამოსავლად, ხოლო ტუსკმა ღიად დაუჭირა მხარი პროტესტს საქართველოს ქუჩებში. პოლონეთის ხელისუფლება ხისტი სანქციების მომხრეა, ამიტომ არსებობს მოლოდინი, რომ სანქციებით რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდება.

პოლონეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ივანიშვილის ხელისუფლებას თავისი სახელი დაარქვა. ქვეყანამ, რომელმაც კარგად იცის რუსული აგრესიის ფასი, საქართველოს მთავარი მხარდამჭერია. შესაბამისად, მისი როლი ახლა უკვე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ რეჟიმის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა იქნება, მათ შორის ფინანსური სანქციების გამოყენება და ივანიშვილის გარემოცვის სანქცირება. პრორუსი ორბანისგან განსხვავებით, პოლონეთის ხელისუფლება "ოცნების" მხარეს არ დადგება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები