მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ- კონგრესმენები კონოლი და ტერნერი

03.01.25 20:21
მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ- კონგრესმენები კონოლი და ტერნერი

კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

კონგრესემენები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები