უილსონი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში "ოცნებასთან" ურთიერთობა არ გამოკეთდება - ბოლო ცნობები აშშ-დან

03.01.25 21:05
უილსონი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში "ოცნებასთან" ურთიერთობა არ გამოკეთდება  - ბოლო ცნობები აშშ-დან

 

კონგრესმენ ჯო უილსონთან მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იტყობინება.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი "პირველებთან" ამბობს, მეგობარი აქტის" წარდგენამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრიფინგზე თქვა, რომ დოკუმენტში ცვლილება შევა. მისი თქმით, აქამდე მეგობარი აქტი "ოცნების" მაღალჩინოსნებს შეეხებოდა, თუმცა ახლა ის ყველა მაღალჩინოსნის და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას გულისხმობს. 

ჟურნალისტის თქმით, ჯო უილსონი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თავისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის, არამედ ირანისა და ჩინეთის რეჟიმებს უახლოვდება. 

კორესპონდენტის გადმოცემით, ჯო უილსონი ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მოლოდინები, თითქოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად აშშ-სა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის ურთიერთობები გამოკეთდება, გამართლებული არ არის. მისი თქმით, აშშ არ შეეპუება ამა თუ იმ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. 

მსგავსი სიახლეები