პროცესი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, გაცდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მნიშვნელობას - ნიკა მელია
პროცესი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, გაცდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მნიშვნელობას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „პირველების“ ჟურნალისტს განუცხადა.
მისი თქმით, მომავლის ათწლეულების საქმე კეთდება და მოქალაქეებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარი სამართლებრივი უფლებებისთვის ბრძოლას დიდი შედეგი მოაქვს.
პროცესი, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, გაცდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების მნიშვნელობას, გაცილებით მეტია ეს პროცესი, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. საგარეო პოლიტიკური კურსის ჩვეულ, ღირსეულ კალაპოტში მოქცევის პროცესსაც გასცდა. მომავლის ათწლეულების საქმე კეთდება ამ გამზირზე და არ მხოლოდ.
მოქლაქეებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარი სამართლებრივი უფლებებისთვის ბრძოლას დიდი შედეგი მოაქვს, ამით ეყრება ძლიერ, დემოკრატიულ, ბედნიერ სახელმწიფოს საფუძველი, რომელსაც მომავალი თაობებიც მოიმკიან“, განაცხადა მელიამ.