ვერაფერი მოაგროვეს და დაადგინეს - ბესელიას ინფორმაციით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე ვადის გაგრძელებას ითხოვენ
"სამართლიანობის" ლიდერის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე ვადის გაგრძელებას ითხოვენ.
როგორც ბესელიამ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “ეს იმის მაჩვენებლია, რომ ამ ვადაში ვერაფერი მოაგროვეს, დაადგინეს და ვერც დაამაგრეს პროცესუალურად.“
დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან დაკავშირებულ პირებთან არსებული საქმის ვადის გაგრძელებას ითხოვენ, როგორც ჩანს, ამ ვადაში ვერაფერი მოაგროვეს და დაადგინეს და ვერც დაამაგრეს პროცესუალურად და გარკვეული ვადის მოთხოვნა უნდათ, ვიდრე არსებითი განხილვა დაიწყება“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.