ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ამიტომაც პრეზიდენტს უნარჩუნდება თავისი კონსტიტუციური ვადა - ეკა ბესელია
ახლა გვაქვს ისეთი კაზუსი, რომელიც მართლა არასდროს გვქონია. ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ყველაფერი გასული სამართლებრივი წესრიგიდან, ამიტომაც პრეზიდენტს უნარჩუნდება თავისი კონსტიტუციური ვადა, - ამის შესახებ “სამართლიანობის“ ლიდერი, ეკა ბესელია “ტვ პრიველის ეტერში საუბრობს.
მისი თქმით, ზურაბიშვილს სხვა ქვეყნების პრეზიდენტები მოიხსენიებენ როგორც საქართველოს ლიდერს და მეთაურს.
“ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს მოცემულობა დალაგდა“, - ამბობს ბესელია.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, როცა პარლამენტის პირველი სხდომა იქნა მოწვეული.
დაირღვა კონსტიტუცია, პირველი სხდომის მოწვევისთანავე, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ. არ შეიძლებოდა პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტის გარდა სხვას დაენიშნა, არ დაელოდნენ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბესელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე - რომელი ქვეყნის ლიდერი ესაუბრება ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, ბესელიამ ამერიკის შეერთებული შტატები და კონგრესმენ ჯო უილოსნის მიწერ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა დაასახელა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აუცილებლად წავა ტრამპის ინაუგურაციაზე, რადგან ასეთი შესაძლებლობის არ გამოყენება არ შეიძლება.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც პრეზიდენტს ღიად მოიხსენიებენ, როგორც ამ ქვეყნის მეთაურს, ეს არის გამოკვეთილი და სრულიად განსახვავებულ მოცემულობაში ამყოფებს საქართველოს, რომ „ოცნებამ“ რაც არ უნდა ჩაიდინოს, ამ მოცემულობას ვეღარ შეცვლის. გარდა ერთადერთი რამისა, მას მოუწევს მოლაპარაკების დაწყება, არჩვენების თარიღთან დაკავშირებით, - განაცხადა ბესელიამ.