სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა
მიხეილ ყაველაშვილის ეგრეთწოდებულ პრეზიდენტობას ამჯერად სინძინ პინი ულოცავს.
ჩინეთის კომუნისტი ლიდერი, ყაველაშვილს უთვლის რომ ის მზადაა მასთან ერთად იმუშაოს და ორი ქვეყნის შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს.
მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რათა ორი ქვეყნის ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს“, - საგარეო უწყების თანახმად, მისწერა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს.