რა სარგებელს მოუტანს MEGOBARI აქტი-ის ახალი ვერსია საქართველოს? - რას ამბობს თინა ხიდაშელი
რა სარგებელს მოუტანს MEGOBARI აქტი-ის ახალი ვერსია საქართველოს? - ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ის გახდება საუკეთესო დამზღვევი მექანიზმი ყველა ხელისუფლებისთვის.
ხიდაშელის თქმით, თუ ''ქართული ოცნება", ან შემდეგი ხელისუფლებები საქართველოში ავტოკრატიის ან დიქტატურის დამყარებას ისევ შეეცდებიან, განახლებული დოკუმენტის თანახმად ისინი ავტომატურად შტატების შავ სიაში მოხვდებიან.
ვვარაუდობ, რომ ამ შეკრების კონგრესი პირველ კენჭისყრებს მაინც მოასწრებს და ჩაატარებს MEGOBARI აქტის თაობაზე. MEGOBARI აქტის მიღება გააჩენს ქართულ საფუძველს სანქციებისთვის მომავალშიც მათ შორის და ეს ერთგვარი პრევენციული ხასიათის აქტიც იქნება ჩვენთვის და მე პირადად სწორედ ამიტომაც მივესალმები, რომ არა მხოლოდ დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ''ქართულ ოცნებასთან'' მიმართებით, არამედ ოდესმე თუ რომელიმე ხელისუფალი საქართველოში გაბედავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ ან დიქტატურისკენ წაიყვანოს მას წინ დახვდება MEGOBARI აქტის ეფექტი'', - ამბობს თინა ხიდაშელი.
სანქციების წრე ფართოვდება - ცნობილი ხდება, რა წერია “MEGOBARI აქტის” ახალ ვერსიაში, რომელიც ამერიკის კონგრესში რამდენიმე საათის წინ ხელახლა წარადგინეს.
თუ აქამდე ის მხოლოდ ითვალისწინებდა სანქციებს ''ქართული ოცნების'' მაღალჩინოსნებისთვის, ახლა სანქციების წრე ფართოვდება. ის შეეხება ''ქართული ოცნების'' ყველა წევრს და მათ ოჯახის წევრებს. ის ასევე მოიცავს ერთგვარ წახალისებას ქართველი ხალხის და ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და გადადგმას დემოკრატიულ ნაბიჯებს, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და გაღრმავდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.