15 იანვარს 15:00 საათზე კერძო ბიზნესში მასშტაბური, გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა - ბაია პატარაია

05.01.25 11:20
15 იანვარს 15:00 საათზე კერძო ბიზნესში მასშტაბური, გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა - ბაია პატარაია

"საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ 15 იანვარს 15:00 საათზე კერძო ბიზნესში მასშტაბური, გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა. ბიზნესმენები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პატარაიას თქმით, პროტესტის რეჟიმში მყოფ ბიზნესმენებს ყოველდღიურად მათი სფეროს სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ემატება. 

პროტესტი იძენს ახალ ფორმებს. დღეს უკვე დაანონსდა, რომ 15 იანვარს 15 საათზე დაიწყება მასშტაბური გამაფრთხილებელი გაფიცვა კერძო ბიზნესში. ეს არის სიახლე, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ეს ადამიანები პოლიტიკური მოთოხვნებით იფიცებიან და ეს არ არის დაკავშირებული შრომით უფლებებთან და როგორც ჩანს, ჩვენ გვემატება ხალხი, - ამბობს ბაია პატარაია. 

მსგავსი სიახლეები