იუკნევიჩიანე: პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

05.01.25 14:08
 იუკნევიჩიანე: პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროდეპუტატი მიიჩნევს, რომ ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.

ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები