რატომ დაიწყო სისტემაში რღვევა - პროკურატურა დუმს

05.01.25 15:11
რატომ დაიწყო სისტემაში რღვევა - პროკურატურა დუმს

გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ამ დრომდე არ ადასტურებენ. გიორგი გაბიტაშვილის უწყება დუმს. 

"პირველები" დაინტერესდა, რა მიზეზით დაიწყო სისტემაში რღვევა, თუმცა აღნიშნულზე საუბრისგან უწყების თანამსრომლები თავს იკავებენ. 

"პირველებმა" იმ პროკურორებთან გასაუბრება სცადა, ვისაც მომიტინგეების სასტიკი დარბევების და მათზე ანგარიშსწორების საქმეების გამოძიება უნდა ითავონ. 

არ ვაკეთებ კომენტარს, - ამბობს ჯარჯი წიკლაური სატელეფონო საუბრისას. 

არ მაქვს ინფორმაცია, დაგემშვიდეობებით, - ამბობს თამარ ყულაჯანაშვილი.

არაფერი ვიცი, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

არ მაქვს ინფორმაცია, ვერაფერს გეტყვით, - უთხრა "პირველებს" ლევან ჟორჟოლაძემ. 

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.

მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

მსგავსი სიახლეები