"ოცნების" წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება - ქართული კოშმარის არაღიარების აქტი მზადაა

05.01.25 20:31
 "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება - ქართული კოშმარის არაღიარების აქტი მზადაა

 

"ომის დამნაშავე პუტინის მოკავშირე ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა" - ეს განცხადება დონალდ ტრამპის თანაგუნდელმა გავლენიანი მედია მაუწყებლიდან პირდაპირ ეთერში გააკეთა. "ფოქს ნიუსზე" ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილი პუტინთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და თეირანის რეჟიმთან თანამშრომლობაში ამხილა. "მეგობარი აქტის" ავტორი ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. ის ამავე ინტერვიუში რეჟიმს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპი გაყალბებულ არჩევნებს არ შეეგუება .

"მეგობარი აქტით" გათვალისწინებული სანქციები გამკაცრდა. ახალი რედაქციის მიხედვით, დოკუმენტში აღარ იძებნება ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციისა და სამხედრო დახმარების შესახებ. სანქციები კი გარდა რეჟიმის ლიდერებისა, ასევე გავრცელდება მინისტრებზე, დეპუტატებზე, ოლიგარქის გარემოცვასა და ოჯახის წევრებზეც.

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტი განმარტავს, რომ "მეგობარი აქტის" ავტორები "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ მაისში მოუწოდებდნენ, რუსული კანონის ამოქმედებაზე უარი ეთქვა, თუმცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა მოლაპარაკების ყველა გზა მოიჭრა. ამერიკამ დაინახა, რომ "ქართული ოცნება" ღიად პრორუსული ძალაა.

უმკაცრესი სანქციებისთვის მუშაობა აქტიურ ფაზაშია. ჯო უილსონი საქართველოს შესახებ სასაუბროდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალ მრჩეველს შეხვდა. ეს ფაქტი პოლიტიკოსებისთვის დასტურია, რომ ტრამპის ადამინისტრაცია ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების სახით უმძიმეს განსაცდელს ამზადებს. პროდასავალური კოალიციების ლიდერები ფიქრობენ, რომ ფინანსური სანქციები ივანიშვილს საყრდენს გამოაცლის და რეჟიმი ჩამოიშლება. ოლიგარქს ახლა ერთადერთი გამოსავალი აქვს - ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები