ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად - ჯო უილსონი
ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ აშშ ივანიშვილის პროირანულ რეჟიმს არ აღიარებს.
ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პროირანულ რეჟიმს, - წერს უილსონი.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონის ხელახლა ინიცირებული "მეგობარი აქტი" უკვე წარმომადგენელთა პალატაშია. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამჯერად "ოცნების" ყველა წევრის და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას მოითხოვს.
ისედაც სანქცირებული რეჟიმისთვის სანქციების წრე მაქსიმალურად ფართოვდება.