ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

06.01.25 13:22
 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო. პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილება დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მიიღო.

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს კაუმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.

ამასთან, პროდასავლურმა ოპოზიციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წერილით მიმართეს. ქართველი პოლიტიკოსები პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას სთხოვდნენ. განმარტავდნენ, რომ ეს "ქართული ოცნების" არაღირებულ რეჟიმს და მათი პროპაგანდისტული მიზნების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

მსგავსი სიახლეები