“ოცნება“ იზოლაციაშია, მის ლეგიტიმაციას არ ცნობს არავინ - რას ამბობენ ოპოზიციაში პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო - ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება“ იზოლაციაშია, მის ლეგიტიმაციას არ ცნობს არავინ და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას ქართველი ხალხის მხარეს.
პროდასავლური ოპოზიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რამდენად დიდი ძალა აქვს ხალხის პროტესტს, რომელიც თვეზე მეტია, ქუჩაში დგას.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს “ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობას, როდესაც ცივილიზებული სამაყარო, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართველი ხალხი არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს სრულიად იზოლირებული „ოცნება“. ეს არის ქართველი ხალხის, ოპოზიციური პარტიების და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ერთობლივი შედეგი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში საერთშორისო პარტნიორების ჩამოსვლა მხოლოდ ერთი სამედიაციო მიზეზით უნდა მოხდეს: ახალი არჩევნების მომზადება ქვეყანაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გადადო ეს ვიზიტი, პირველ რიგში გაითვალსიწინა ქართველი ხალხის პოზიცია, რომელიც მყისიერად დაფიქსირდა გუშინ, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წნეხი და პოლიტიკური პარტიევბის ღია წერილიც“, - აღნიშნა დათუნაშვილმა.
შეგახსენებეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო. პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტი გადადოს.
ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - დაწერ კაუმამ.
“ძალიან გონივრული გადაწყვეტილება“ უწოდა კაუმას ქმედებას საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ:
საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!, - დაწერა ზურაბიშვილმა.