საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად რუსეთისკენ ბრუნდება - ზელენსკი

06.01.25 15:47
საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად რუსეთისკენ ბრუნდება - ზელენსკი

პუტინი ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც მან დაკარგა გავლენა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის ყველაფერს უკან მიაბრუნებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები.

პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და გავლენის ქონა მათზე. ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად ბრუნდება რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები.

მათ აქვთ აფხაზეთი, იგივე რაც ჩვენთან დონბასში ხდება, რომელიც კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არ მიგიღებენ და ნატოშიც, ცხადია, არა, რადგან ახლა ასეა, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. და ეს პუტინის ნამოქმედარია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მიაბრუნა.

ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა ტოვებს ქვეყანას და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ მცირე ქვეყანაა. და ისინი წავლენ, მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, მათ სურთ განვითარება. ზოგი აშშ-ში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები