“ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ“ - უილსონი პია კაუმას მადლობას უხდის

06.01.25 16:43
“ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ“ - უილსონი პია კაუმას მადლობას უხდის

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებაზე, დადებითად აფასებს.

როგორც უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ“.

მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილების გამო. ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერს უილსონი.

შეგახსენებეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო. პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება ვიზიტი გადადოს.

ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - დაწერ კაუმამ.

“ძალიან გონივრული გადაწყვეტილება“ უწოდა კაუმას ქმედებას საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ:

 საქართველოში ვიზიტის გადადება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავებისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!, - დაწერა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები