ნიკა გვარამია: "პია კაუმას გადაწყვეტილება არის ვიზიტის გაუქმება და არა გადადება"

06.01.25 18:39
ნიკა გვარამია: "პია კაუმას გადაწყვეტილება არის ვიზიტის გაუქმება და არა გადადება"

"პია კაუმას გადაწყვეტილება არის ვიზიტის გაუქმება და არა გადადება" - ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გავრამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ვიზიტის გადადება იქნებოდა თუ მაღალჩინოსანი შემდგომი ვიზიტისთვის ვიზიტს დაასახელებდა. 

გვარამიას შეფასებით, დათქმა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიან შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს.

რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა თუ ის რაიმე თარიღს დაასახელებდა შემდგომი ვიზიტისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც უკვე 40 დღეა, დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. (ბევრ სხვა რამესაც, მაგრამ პირველ რიგში ამას). ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები.

ქართველი ხალხის შემდეგ, ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის დამსახურება. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ,  "კოალიცია ცვლილებისთვის", "ნაციონალური მოძრაობა" და მისი კოალიციური პარტნიორები,  "ლელო" და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით,რომ ჩვენ უბრალოდ არ დავესწრებოდით შეხვედრებს, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად, ამ ვითარებაში საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს.

ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, არასამთავრობოების იგივე შინაარსის მიმართვამ. სამ პროდასავლურ კოალიციასთან ერთად ცალკე იყო უკვე გახარიის პარტიის, რაც დასაფასებელია. 

აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თავის თავს და ბელადს, ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია იქნებოდა შეცდომა. ეს შეცდომა სამწუხაროდ დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ არ განმეორდა ეუთოს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ამბობს იმასაც, რომ "მეგობარი აქტიდან" "ქართული ოცნების" გამო, ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: უვიზო რეჟიმი აშშ-სთან და თავისუფალი ვაჭრობა.

გვარამიას განმარტებით, თუ საქართველოში ჩატარდება ახალი, სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, მოსახლეობა ხსენებული სიკეთეებით სარგებლობას შეძლებს.

კონგრესში უკვე შესულია საკითხი ორპარტიული არაღიარების პოლიტიკის და ამგვარი აქტი მხოლოდ 2020 წელს იქნა მიღებული ბელარუსთან დაკავშირებით,  მე ჩვენ რეგიონს ვგულისხმობ. ამით დასტურდება ის, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება და პარლამენტის მიერ დანიშნული მასხარა პრეზიდენტი არ იქნება აღიარებული უკვე კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც სავალდებულოა მთელი ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის.

ასევე "მეგობარი აქტი", რომელიც მიღებული იქნება, რომელიც მხარს უჭერს ქართელ ხალხს და არა არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა დავკარგეთ იმის გამო, რომ საქართველოში შედგა არჩევნები გაყალბებული შედეგით და ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ვკარგავთ უვიზო რეჟიმს აშშ-სთან, რომელიც ამოღებულია სწორედ ამ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო "მეგობარი აქტიდან" და ასევე ვკარგავთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას, რომელიც ასევე ამოღებულია "მეგობარი აქტიდან". ეს ისტორიული დანაკარგია, რომელიც ვერ აღდგება, ვიდრე არ აღვადგენთ საქართველოში დემოკრატიულ წყობილებას, ვიდრე არ გავუშვებთ ხელისუფლების უზურპატორებს, მათ მიერ ხელში ჩაგდებული ხელისუფლებიდან, ვიდრე გაყალბებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება ახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრები არ გამოვლენ თავისუფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ "მეგობარი აქტში" ვხედავთ ჩინეთის, რუსეთის და ირანის გავლენების შესახებ ტექსტებს", - დასძინა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები