რა საშუალებებით უსწორდებოდა ხარებას რაზმი პროტესტის მონაწილეებს?

06.01.25 20:41
რა საშუალებებით უსწორდებოდა ხარებას რაზმი პროტესტის მონაწილეებს?

რა საშუალებებით უსწორდებოდა ხარებას რაზმი პროტესტის მონაწილეებს. მედიკოსებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ამ კაფსულების დამიზნებით გამოყენება დაუშვებელია. სპეციალისტების თქმით, გაზის ტყვიის გასროლა უნდა მოხდეს  45 გრადუსიანი დახრით და არ შეიძლება მისი გამოყენება იმ ადგილებში, სადაც აქციის მონაწილეების მაღალი კონცენტრაციაა. 

მომიტინგეების თქმით, რუსთაველზე კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. სპეცრაზმი დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს და მთავარი სამიზნე, სწორედ ერთად მდგარი მომიტინგეები იყვნენ.

ამ დრომდე გასაიდუმლოებულია აირის შემადგენლობა. ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუცია რეკომენდაციები, როგორ უნდა ემკურნალათ მოწამლულებისთვის, არადა ინტოქსიკაციის მძიმე სიმპტომები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, ამიტომ მედიკოსები მთელ პასუხისმგებლობას გომელაურთან ერთად ჯანდაცვის მინისტრსაც  აკისრებენ.

როგორ არბევდნენ აქციებს? - ნინო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები