"ოცნება" სრულ იზოლაციაშია - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი საქართველოში აღარ ჩამოვა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტი საქართველოში აღარ ჩამოვა. პია კაუმა, პლატფორმა X-ზე წერს, რომ გადაწყვეტილება დიდი დისკუსიის და მსჯელობის შედეგად მიიღო. მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, ჟურნალისტების ცემის და ადამიანების დაკავებების შემდეგ "ქართულ ოცნებას ბოიკოტს უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უცხადებს და ვიზიტს აუქმებს.
პია კაუმას ვიზიტის გაუქმებას, ჯერ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, შემდეგ კი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო ვილსონის მოწოდება უსწრებდა, რომელმაც ევროპელ კოლეგას პირდაპირ უთხრა, რომ თუ საქართველოში ჩავიდოდა, ამას ივანიშვილის რეჟიმი, ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებდა. როგორც ჩანს, არგუმენტები პია კაუმასთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
"ძალიან გონივრული გადაწყვეტილება" - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეას პრეზიდენტის მიერ, ვიზიტის გადადება. მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს რომ ქართველი ხალხისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი არჩევნებია და ეუთო-ოდირის საქართველოს ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
ეუთო- ოდირმა ბოლო დასკვნაში დაწერა, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება ხალხის გადასაწყვეტია. ხალხი კი უკვე 40 დღეა, ახალ არჩევნებს ითხოვს.